ნინო წილოსანი: ალბათ, საელჩოს გვერდი ვიღაცამ გატეხა და ნამდვილად არამეგობრული ტექსტი დაწერა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავად გერმანიის საელჩოს დისკრედიტაცია მოახდინოს

„ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ იმით, რომ ქართული იდენტობა გულისხმობს როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ტოლერანტობისა და დემოკრატიის დაცვასა და აღიარებას“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც იგი გერმანიის საელჩო განცხადებაზე რადიკალური ოპოზიციის კომენტარებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ იმით, რომ ქართული იდენტობა გულისხმობს როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ტოლერანტობისა და დემოკრატიის დაცვასა და აღიარებას. ალბათ, საელჩოს გვერდი ვიღაცამ გატეხა და ეს ნამდვილად არამეგობრული და არაობიექტური, სრულებით არანაირ კავშირში მყოფი ტექსტი დაწერა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავად გერმანიის საელჩოს დისკრედიტაცია მოახდინოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და რევოლუციის მოწოდებად იგებს.

 

ასევე იხილეთ