ვარლამ ლიპარტელიანი: მე დავდექი იქ, სადაც უნდა დამდგარიყო თითოეული ღირსეული ქართველი, დავდექი იმ მშვიდობის სადარაჯოზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი „ქრონიკაში“ აცხადებს, რომ ქვეყნის სიყვარული იყო ის უმთავრესი მიზეზი, რამაც მას პოლიტიკაში მოსვლა გადააწყვეტინა.

„ყველამ ნახა, რამდენი ცნობილი ადამიანი კულტურისა და სპორტის სფეროდან მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, იმ გუნდს, რომელმაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა მოიტანა. ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ მეც დავდექი იქ, სადაც უნდა დამდგარიყო თითოეული ღირსეული ქართველი.დავდექი იმ მშვიდობის სადარაჯოზე და იმ გზაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

კითხვაზე, რამ განაპირობა „ქართული ოცნების“ წარმატება, ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ეს არის ის გაკეთებული საქმეები, რასაც საზოგადოება ხედვას.

„მე ვნახე სახეცვლილი სამგორი. ვნახე უამრავი გაკეთებული სკვერი, უამრავი კეთილმოწყობილი სივრცე. შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს, საიდანაც ყოველთვის დადებითი მუხტით ვბრუნდებოდი. ხალხისგან ვგრძნობდი იმ სულისკვეთებას, რომ ყველა მოწოდებული იყო მშვიდობაზე. ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა „ქართულმა ოცნებამ“და ამან განაპირობა წარმატება“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ასევე იხილეთ