დონალდ ტრამპის მრჩეველი ბრაიან ლანზა: თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების უზრუნველყოფაზე

J

“თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების უზრუნველყოფაზე”, – განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ბრაიან ლანზამ „ბიბისისთან“.

„თუ ზელენსკი იტყვის, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი მისთვის – ყირიმი აღარ არის. თუ თქვენი პრიორიტეტია ყირიმის დაბრუნება და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენს თავს თავად მიხედეთ“, – აღნიშნა ლანზამ.

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის გარდამავალმა ოფისმა. არჩეული პრეზიდენტის გუნდში განაცხადეს, რომ ლანზა ტრამპის სახელით არ საუბრობდა.

ასევე იხილეთ