ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი კონგრესმენის კანდიდატურა განიხილება
ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეტკლიფი დაზვერვის სამსახურს ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ხელმძღვანელობდა.