საქართველოსა და ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო
მონპელიეში საქართველოსა და ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის თვის პირველ ტესტ-მატჩს მართავს. ახალი ზელანდიის „მაორებთან“ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებს“ ვასილ ლობჟანიძე უძღვება, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში რიგით 35-ე კაპიტანია.
ამასთან, შეხვედრა განსაკუთრებულია 36 წლის ალექსანდრე თოდუასთვის, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში 115-ე მატჩს ატარებს და ამით მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება.
მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.