ახალკაცი რომის ღია პირველობის გამარჯვებულია, ბეროშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
რომში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში თანამემამულე ირაკლი ბეროშვილი დაამარცხა.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი კიდევ სამი ქართველი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა. უიღბლო გამოდგა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოში დაბრუნება ლუკა მაისურაძისთვის (90კგ). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში იტალიელ ბედელთან წააგო. 90კგ-ში ასევე გამოდიოდნენ მიხეილ კუპრაშვილი და თორნიკე ფოლადიშვილი.
რომის ღია პირველობაზე 10 ნოემბერს მედლები 81, 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.