ირაკლი კობახიძე: ბიუროკრატიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შთამბეჭდავია, რაც მსოფლიო ბანკმა შესაბამის ინდექსში ასახა

„ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით, საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზე საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი.

„ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, ყველა ობიექტური ინდექსი ადასტურებს, რომ გვაქვს წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიუროკრატიის მიმართულებას, იცით, რომ გვაქვს დახვეწილი პროცედურები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს სამუშაო, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა არის უკვე შთამბეჭდავი, რაც შესაბამის ინდექსშიც აისახა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ