გიორგი შარაბიძე: სასამართლოს პირველი და შემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს აუცილებლად დაელოდება საარჩევნო ადმინისტრაცია და ამის შემდეგ მიღებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო, ოფიციალური, შემაჯამებელი ოქმი

„როგორც მოგეხსენებათ გუშინ იყო დავების განხილვის დღე, ასევე ჩვენ შევაჯამეთ საზღვარგარეთ გამართული არჩევნების შედეგები, შუალედური საკრებულოს შედეგები და ა.შ. ბევრი სხვა აქტი მივიღეთ. ახლა ჩართულ მხარეებს აქვთ ამის სასამართლოში გასაჩივრების ვადა”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„სასამართლოს პირველი და შემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს აუცილებლად დაელოდება საარჩევნო ადმინისტრაცია და ამის შემდეგ მიღებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო, ოფიციალური, შემაჯამებელი ოქმი.

დღეების მანძილზე ჯერ არის გასაჩივრების უფლება, შემდგომ სასამართლოებს აქვთ თავიანთი ვადა ამ საკითხების განხილვისა. როგორც მოგეხსენებათ, თუ ყველა უკიდურესი ვადა იქნა გამოყენებული, საარჩევნო ადმინისტრაციას უკიდურესი დღეებისთვის რომ შეაჯამოს არჩევნების შედეგები, გახლავთ 21 ნოემბერი“, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ასევე იხილეთ