შარლ მიშელი ილჰამ ალიევს შეხვდა
ბაქოში, კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე ჩასული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იყო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი.
„ჩვენ შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. და მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტში გავმართე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები, ახლა პრეზიდენტ ალიევთან განვიხილეთ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას მყარი, მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე კავკასიის მისაღწევად“,- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.