რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი, ვინც საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, არის საქართველოს მტერი

„ნებისმიერი, ვინც საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, არის საქართველოს მტერი“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მტრები საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებლები გახდებიან.

„თუ ვინმეს ჰგონია, ამ ადამიანების ჩამოსვლით, აქ რაღაც იმპულსის შექმნა შეუძლია ამ გაკოტრებული ოპოზიციიდან, სინამდვილეში პირიქით არის, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებლები გახდებიან.

ნებისმიერი, ვინც საუბრობს, თან ისე, რომ მას არანაირი კომპეტენცია და არც ინსტრუმენტი არ გააჩნია საქართველოსადმი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, არის საქართველოს მტერი“, – აცხადებს იონათამიშვილი.

ასევე იხილეთ