გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღად 16 ან 23 თებერვალს ასახელებს

გერმანიის კონსერვატიული პარტიები წნეხს ზრდიან კანცლერ ოლაფ შოლცზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელი ფრიდრიხ მერცი არჩევნების ჩატარების თარიღად 16 ან 23 თებერვალს განიხილავს.

როგორც გერმანული მედია წერს, მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და მისი პარტნიორის, „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ მხრიდან შოლცზე მნიშვნელოვანი ზეწოლის მიუხედავად, შოლცს არ სურს მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრის ჩატარება ბუნდესტაგში, რითიც შესაძლოა, გზა გაუხსნას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, ფაქტობრივად, დაიშალა.

ასევე იხილეთ