ვოლოდიმირ ზელენსკი: კურსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები 50 000 რუს ჯარისკაცს აკავებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები 50 000 რუს ჯარისკაცს აკავებენ.

„იქ [კურსკის ოლქში] ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს – საოკუპაციო ჯარის 50 ათასი ჯარისკაცი, რომლებსაც კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის გამო ვერ აგზავნიან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების სხვა მიმართულებებზე. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ყველა ჩვენი ჯარისკაცის სიმამაცეს, ყველა ქვედანაყოფის სიმამაცეს, რომლებიც მონაწილეობენ ამ ბრძოლებში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ