კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დედა და სამი შვილი ემსხვერპლნენ

კრივი-რიჰში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსების მსხვერპლი მთელი ოჯახი გახდა – დედა და სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და გოგონა, რომელიც მხოლოდ 2 თვის იყო.

შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ კრივი-რიჰში ხუთსართულიან შენობას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოასვენეს.

ასევე იხილეთ