მაკრონი: უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა უნდა დარჩეს უპირობო პრიორიტეტად

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს უკრაინის მხარდაჭერას და რომ უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული.

ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა უნდა დარჩეს უპირობო პრიორიტეტად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ჩართვა რუსეთის მხარეს სერიოზული ესკალაციაა.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ ნატომ და მოკავშირეებმა უზრუნველყონ საჭირო მხარდაჭერა უკრაინისათვის მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს არის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებისკენ“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ