დონალდ ტრამპი ხვალ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებს შეხვდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვალ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებს შეხვდება. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის კონგრესის სხვა რესპუბლიკელ ლიდერებთან ერთად კაპიტოლიუმის წინ ისაუბრა.

ჯონსონის განცხადებით, შეხვედრის სურვილი დონალდ ტრამპმა თავად გამოთქვა.

„პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. მას ასევე სურს, მოვიდეს და შეხვდეს კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს“, – განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ შეხვედრა მანამდე გაიმართება, ვიდრე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივა.

ცნობისთვის, კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას 3 იანვარს იწყებს, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვარს შეუდგება.

ასევე იხილეთ