შუქი დროებით გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის და მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, სოფელი კრწანისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ოცხელის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, უჯარმის, ცუცხვათის, შორაპნის, დოლაბაურის, წინანდლის, ლოსაბერიძის, ახვლედიანის, კაკულიას, კოშკოვანის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, ძეგლევის, აწყურის, გელოვანის, ზინდისის, თელავის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, ივერიელის, შირაქის, 300 არაგველის, კაჭარავას, ძევერის, კობარეთის, უწერის, აბრამიშვილის, ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის და გარეკახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი ციციშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.გამოიწერეთ სიახლეები

ასევე იხილეთ