ოკუპირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი ააფეთქეს
ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც შავი ზღვის ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი ვალერი ტ. იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით მოხდა. ადგილობრივი ტელეგრამის არხები აღნიშნავენ, რომ ეს მოხდა ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტთან. 45 წლამდე კაცმა ქვედა კიდურები დაკარგა.
მოგვიანებით სევასტოპოლის „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა თქვა, რომ ვალერი ტ. დაიღუპა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ე.წ. გუბერნატორმა „დივერსიის შესაძლებლობაზეც“ ისაუბრა.
შავი ზღვის ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი ვალერი ტ. ადრე სარაკეტო კატარღების ბრიგადის შტაბს ხელმძღვანელობდა.