კასპში, მირიან მეფის ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო
ქალაქ კასპში, მირიან მეფის ქუჩაზე, მრავალსართულიანი ბინების მიმდებარედ ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.
დასრულებული პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი „მოქალაქეთა ჩართულობის და განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შპს „მშენკომპლექსის“ მიერ განხორციელდა.