კახა კალაძე: მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ, ქვეყანაში არ არსებობს მუხტი იმისა, რომ რევოლუცია მოხდეს, ამის საფუძველი უნდა არსებობდეს

“მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ყველა ხედავს რამდენად ყალბია ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები, რადგან ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, პროკურატურაში მტკიცებულებების წარდგენა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

„ქვეყანაში არ არსებობს მუხტი იმისა, რომ რევოლუცია მოხდეს, გადატრიალება. ამის საფუძველი უნდა არსებობდეს. და როდესაც ეს ყველაფერი ყალბია, რაზეც საუბრობენ, რაზეც მიუთითებენ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს გაყალბების. ხალხი ამას ხომ გრძნობს ხომ უყურებს ამას, იგივე ის უცხოელებიც ხომ უყურებენ ამას?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მუქარებს პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით ის არ აპირებს გააკეთოს შეფასებები „ისეთი სასაცილო ადამიანის განცხადებებზე, როგორიც გვარამიაა“.

კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია თუმცა ეს არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს.

ასევე იხილეთ