შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში – გაუქმებას, ხოლო აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატს 561 წლით თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ – ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში, გერმანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

როგორც მის ფეისბუქ-პოსტშია ნათქვამი, საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას, ხოლო აშშ-ში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა, პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.

„საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ,

გერმანიაში – პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას,

ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.

ამაზეა ნათქვამია: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

ასევე იხილეთ