ალექსანდრ ლუკაშენკო: ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ქვეყანა ქალი პრეზიდენტისთვის ჯერ მზად არ არის.
„ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში ქალი აირჩიონ. ბელარუსში პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. შემდეგ, ეს არის ყველაზე რთული სამუშაო. არ არის საჭირო ქალის ასე დატვირთვა, ეს არ არის ფორმალური თანამდებობა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ქვეყანა ამ სტილამდე მივიდეს, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა.
„შესაძლოა, დროთა განმავლობაში მივიდეთ ამ სტილამდე, მაგრამ ამ დროისთვის განსხვავებულია. თაყვანს ვცემ ქალებს და საერთოდ არ ვამცირებ მათ როლს, მაგრამ ისინი ახლოს უნდა იყვნენ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.