ნიკოლოზ სამხარაძე: მე არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იყოს, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ხალხი დასაჯო იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

“მე არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იყოს, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ხალხი დასაჯო იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წევრების გამოსვლას გამოეხმაურა.

„ეს (ევროპელი დეპუტატების) ვიზიტი დაორგანიზებული იყო ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ, რომელიც სხვათა შორის დღეს გადაირჩიეს და აღარ არის იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაზეც იყო გუშინ წინ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ჩამოდიან. ისინი ჩამოვიდნენ შოუს დასადგმელად და შესაბამისი იყო ჩვენი რეაქციაც. წინასწარ ვიცოდით, რომ სასაუბროდ და დისკუსიისთვის, ან ჩვენგან ინფორმაციის მისაღებად არ ჩამოდიოდნენ. ფაქტია, რომ მათი ქმედებებიო კონტრპროდუქტიულია. პირიქით, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.

რაც შეეხება მათ განცხადებებს სანქციებთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იყოს, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ხალხი დასაჯო იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ვფიქრობ თებერვლიდან გვექნება აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირთან, მათ შორის კანონთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ძალიან ღია დისკუსიაში შევიდეთ მათთან“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე იხილეთ