კასპში, 9 აპრილის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
ქალაქ კასპში, 9 აპრილის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
წყალარინების სისტემის მოწყობის შემდეგ ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება, რაც ადგილობრივების გადაადგილებას კომფორტულს გახდის.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქცია“ ასრულებს.