გერმანული მედია: ოლაფ შოლცმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკოსებს შორის პირველი კონტაქტია 2022 წლის დეკემბრის შემდეგ.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa-ს ცნობით, შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.