ნიკოლოზ კვეკვესკირი: მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, გარედანაც იგრძნობა, რომ ეს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალების

“მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, გარედანაც იგრძნობა, რომ ეს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალების. თუმცა, ფეხბურთი დინამიკური სპორტია, სადაც თავდაჯერება და თვითრწმენა შეიძლება შეიცვალოს შედეგებიდან გამომდინარე”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკოლოზ კვეკვესკირმა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის შედეგებმა ასეთი გავლენა არ იქონია. ეს არც იგრძნობოდა ამ შეკრებაზე და ვიმედოვნებ, ამას თამაშის მიმდინარეობისას ვაჩვენებთ. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, წარმატებული სერია გაქვს თავდაჯერება იზრდება. წინა შეკრება, მცირეოდენი ფეხის დაცდენა იყო და ამაზე გუნდური რეაქცია უნდა გვქონდეს. მგონია, რომ ნაკრებს შეუძლია ამის კონტროლი და ამას მომდევნო ორ მატჩში ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ვილი სანიოლის მომზადებული გუნდი უკრაინელებს უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ