უკრაინის საგარეო უწყება: საჭიროა მტკიცე ქმედებები და არა სატელეფონო ზარები იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობისკენ უბიძგონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საჭიროა მტკიცე ქმედებები და არა სატელეფონო ზარები იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობისკენ უბიძგონ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ სატელეფონო ზარებს „არავითარი დამატებითი ღირებულება არ მოაქვს“ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა პუტინი იყენებს ამას „მისი ინტერესების მისაღწევად“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი პანდორას ყუთია.

„კანცლერმა მითხრა, რომ აპირებდა პუტინთან დარეკვას. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, პანდორას ყუთია. ახლა შეიძლება იყოს სხვა საუბრები, სხვა ზარები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ