ბიძინა გიორგობიანი: საინტერესოა ეუთო/ოდირი ან ელჩები როგორ შეაფასებენ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ლამის დასახიჩრებას

“საინტერესოა ეუთო/ოდირი ან ელჩები როგორ შეაფასებენ საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ლამის დასახიჩრებას”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ყველამ საკუთარ სახელმწიფოს უნდა მიხედოს და შემდეგ უნდა მოხდეს საერთო ინტერესების პოვნა.

„საინტერესოა ეუთო/ოდირი როგორ შეაფასებს საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ლამის დასახიჩრებას. ან ეს ელჩები. ვთქვათ, გერმანიის ელჩი, რომელიც პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, როდესაც გერმანიაში ხელისუფლება შეიცვლება, ეს ელჩი საქართველოდან აუცილებლად უნდა გაიწვიონ, ვინაიდან არ შეიძლება ელჩები ასე თარეშობდნენ მასპინძელ ქვეყანაში. ეს შეუძლებელია.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული მათ აქვთ ისეთი სტიგმა ჩამოყალიბებული, რომ ეს ქართველები არიან ვიღაც ველური ხალხი, რომლებსაც უნდა ასწავლონ როგორ იცხოვრონ, რა ჭამონ, რა დალიონ, ვინ აირჩიონ, ვინ გადაირჩიონ და რომელი კანონი მიიღონ თუ არ მიიღონ.

ყველამ საკუთარ სახელმწიფოს უნდა მიხედოს და შემდეგ უნდა მოხდეს ჩვენს შორის საერთო ინტერესების პოვნა, ამ ინტერესების გარშემო შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათთან. თუ არ უნდათ საქართველოსთან თანამშრომლობა, მაშინ უნდა თქვან უარი ასევე აზიაზე, პირდაპირ გასასვლელ გზაზეც. სად წავლენ? აი, ეს არის საინტერესო მათთვის“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

ასევე იხილეთ