დონალდ ტრამპმა NATO-ში აშშ-ის ელჩად მეთიუ უიტეკერი წარადგინა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ში აშშ-ის ელჩად მეთიუ უიტეკერი წარადგინა. ამის შესახებ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მეთიუ ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს აშშ-ის ინტერესების გატარებას და დაცვას. მეთიუ გაამყარებს ურთიერთობებს NATO-ში ჩვენს მოკავშირეებთან, მტკიცედ იდგება მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხეებთან პირისპირ. ის წინ დააყენებს ამერიკას”, – ნათქვამია განცხადებაში.