შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ გვინდა სამადლოდ მიგვიღოს ვინმემ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მიგვიღონ გააზრებულად, რომ ვჭირდებით

„ჩვენ არ გვინდა სამადლოდ მიგვიღოს ვინმემ ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მიგვიღონ გააზრებულად, რომ ვჭირდებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით საინტერესოა ევროკავშირისთვის და ეს უნდა აღიაროს და ვერავინ გადმოხედავს ქართველ ხალხს ზემოდან.

„აქ საბოლოო ჯამში, საუბარი ხომ არ არის მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ სიმპათიებზე, ჩვენ საინტერესო ვართ არა პოლიტიკური პარტიებით, მათ შორის ევროპაში, არამედ როგორც სახელმწიფო, ჩვენი სახელმწიფოს მდებარეობა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ა.შ. ჩვენ, ჩვენი ღირებულება გვაქვს ევროკავშირისთვის და გამოჩნდა ახლა ამ კრიზისის დროს, როდესაც ცალკე ჩრდილოეთის დერეფანი ჩაიკეტა, ცალკე სამხრეთის და საქართველოს გავლით გადის ყველა ტვირთი ევროპასა და აზიას შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ