მაია ბითაძე: ჩვენ არაერთხელ გვინახავს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო თამაშები, ახლაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა
“ჩვენ არაერთხელ გვინახავს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო თამაშები. ახლაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
„რა თქმა უნდა ისინი საბოლოო ჯამში უარს არ იტყვიან იმ დაფინანსებაზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აიღონ. ეს მათი პროვოკაციულ აბსურდული განცხადებები საარჩევნო სიების და კანდიდატურების ჩახსნათ დაკავშირებით ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ გაცდენილი იყო ყველა სამართლებრივ ნორმას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და მიზნად ისახავდა კვლავ მათი ამომრჩევლის მოტყუებას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
უკვე სამ კვირაზე მეტია ოპოზიცია მხარდამჭერებს ატყუებს, რომ სიები ჩახსნეს და მანდატებზე უარი თქვეს, თუმცა არაფერს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ნიკა გვარამიას კოალიცია ბიუჯეტიდან მილიონ ექვსასი ათას ლარზე მეტს მიიღებს, ნაციონალური მოძრაობა მილიონ 555 ათასზე მეტს, ლელო მილიონ 414 ათას 775 ლარს და გახარიას პარტია მილიონ 306 ათას 635 ლარს.