საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია სოლიდარობას უცხადებს „TV IMEDI“-ს და „POSTV“-ს ჟურნალისტებს!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანიებს „იმედს“, „POSTV“-ს, მეგი ნარსავიძეს, ნინი ვაშაკიძეს, ნათია კვარაცხელიას და აღნიშნული ტელეკომპანიების ოპერატორებს, – გამორჩეულ და პროფესიონალ ჟურნალისტებს!
რასაც ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერი აქტივისტები ბოლო დღეების განმავლობაში (და უკვე მერამდენედ!) აკეთებენ, – დანაშაულია!
შეუზღუდო ჟურნალისტს სამუშაო სივრცე და მიზანმიმართულად შეუშალო მუშაობაში ხელი – კანონდარღვევაა!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია ცალსახად გმობს ჟურნალისტების მიმართ მსგავს მოპყრობას!