დავით მათიკაშვილი რადიკალების პარლამენტში შესაძლო შესვლაზე: ისეთი უთავმოყვარეო ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიცია, რომ ნამდვილად არაფერია გასაკვირი, რეალურად, ისინი არიან საკუთარი ტყუილის ტყვეობაში

“ისეთი უთავმოყვარეო ადამიანებისგან დაკომპლექტებულია რადიკალური ოპოზიცია, ის ოთხი პარტია, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენს დღეს და პარლამენტში შეძლეს ბარიერის გადალახვა, რომ ნამდვილად არაფერია გასაკვირი”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა რადიკალური ოპოზიციის პარლამენტში შესაძლო შესვლაზე.

მისივე თქმით, რეალურად, ისინი არიან საკუთარი ტყუილის ტყვეობაში.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში არჩევნებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში ერთი, რომ ისინი არანაირ წინასაარჩევნო პროცესებში არ იყვნენ ჩართული, არ ჰქონდათ კონტაქტი საკუთარ მოსახლეობასთან და ერთადერთი დამხარე რგოლი და ძალა მათთვის, მათივე შეხედულებით, იყო ის განცხადებები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან კეთდებოდა. ეს პოლიტიკური რადიკალური ძალები საზოგადოებას, თავის ამომრჩევლებს ატყუებდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დაბალი რეიტინგი, ასახელებდნენ სხვადასხვა ციფრებს, ხოლო ამ პარტიების რეიტინგი თითქოს იყო მაღალი. ისინი შეძლებდნენ, კოალიციურ ხელისუფლებას შექმნიდნენ, დაამარცხებდნენ „ქართულ ოცნებას“. მთელი ეს პერიოდი, არჩევნებამდე მათ ამ ტყუილებში გაატარეს. დღეს, როდესაც აბსოლუტურად საპირისპირო აღმოჩნდა, 54 პროცენტი „ქართულ ოცნებას“, ასიათასობით ხმა, დაშორება „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას შორის, „ისფედი“, რომელმაც მართალია არ გამოაქვეყნა და ვერ ბედავს პარალელური დათვლის შედეგების მთლიანი სურათის დანახებას საზოგადოებისთვის, მაგრამ ის შედეგი ვერ დამალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარალელური დათვლა და ძირითადი საარჩევნო შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. ამ ყველაფრის ფონზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სურვილი აქვთ რადიკალებს რაღაც ისეთი გამოსავალი, ლაბირინთიდან გასასვლელი მოძებნოს, რომ თვითონაც ღირსების შენარჩუნების მსგავსი დაიტოვოს საზოგადოების თვალში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ