მამუკა მდინარაძე: გახარიებმა, პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო. შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
„გახარიებმა, პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო… (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს). შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში”, – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, იმის დათვლა, თუ რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, არ გაუჭირდება საზოგადოებას.
„პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ
გახარიებმა, პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო… (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს).
შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში.
რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.