მაკა ბოჭორიშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ნაკლებად წარმომიდგენია, თინა ბოკუჩავას მსგავსად ფიქრობდეს მთელი ევროპა

x

„თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ რამენაირად ვინმე აიყოლიონ ევროპის მასშტაბით, რომ მსგავსი განცხადებები გაკეთდეს, ან მსგავსი რამ მოხდეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

„ნაკლებად წარმომიდგენია, თინა ბოკუჩავას მსგავსად ფიქრობდეს მთელი ევროპა, რომ მოქალაქეები უნდა დასაჯონ იმისთვის, რომ ოპოზიციის უუნარობის გამო მათ ვერ მოახერხეს რაღაცა მიზნების მიღწევა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შესაძლოა, ევროკავშირი გახდეს იძულებული, რომ პერსონალური სანქციების ნაცვლად, ქვეყანას დაუნიშნოს სანქცია, რაც ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაში აისახება. როგორც ბოკუჩავამ გადაცემა „ღამის კურიერში” განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სანქცია, დაწესების შემთხვევაში, დროებითი იქნება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

ასევე იხილეთ