ბაკურ ბაკურაძე: ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე

„ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე. განა ასე როგორ მოიწამლნენ, რომ მზად არიან ასეთი უბედურება უსურვონ თანამოქალაქეს?!” – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პროდიუსერმა ბაკურ ბაკურაძემ.

„როდესაც დავინახე 2020 წელს, რომ ახალგაზრდები გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვეს, მე, რომელიც 16 წლიდან საკუთარი ხერხემლით ვასუფთავებ და ვხეხავ რუსთაველის გამზირს და ჩემი თაობის ადამიანებს არ შეიძლება ამ ბავშვების მიმართ პროტესტი გაგვიჩნდეს. არ ვაქცევ ყურადღებას იმას, რომ არიან მოტყუებულები, იყენებენ მათ პოლიტიკური ვაჭრობისთვის, შეცდომებს აშვებინებენ, გულწრფელი პროტესტითაც ხომ დგანან?! ხომ გამოთქვამენ რაღაც პროტესტს და ეს უკავშირდება მათ სამშობლოს, ეს ძალიან მიხაროდა. დღეს თუ ახალგაზრდობაში არის რაიმეს მოთხოვნა და ეს უკავშირდება მათ სამშობლოს, უკვე ძალიან სასიხარულოა, რადგან გავიარეთ პერიოდი, როდესაც მიშას [სააკაშვილის] დროს საერთოდ არ იყვნენ ახალგაზრდები ქუჩაში. ამ ბავშვებმა არ იციან რა ხდებოდა იმ 9 წლის მანძილზე. გაჩნდნენ იმ დროს, როდესაც მიშა ახალი მოსული იყო, არაფერი იციან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ რაღაც გავაგებინოთ, მაგრამ ამ განცხადებამ [„იმედის“ ჟურნალისტის მიმართ] დიდი წითელი ხაზი გაავლო.

წითელი ხაზი გაავლო არა მხოლოდ მოსაზრებას შორის, რომ არ იციან [მიშას დროს რა ხდებოდა], გადასარევად იციან თურმე. დიდმა ნაწილმა მშვენივრად იცის რა იყო 7 ნოემბერი, თორემ არ გისურვებდა. მოდის ნათელი სახის, უცებ ხდება მონსტრი და გეუბნება, გისურვებ 7 ნოემბერსო. მეგი ნარსავიძეს ჩემგან დიდი „რესპექტი“, როგორ იქცევა ეს გოგო აქციებზე, როგორი მშვიდია, წარმოუდგენელია. ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე. განა ასე როგორ მოიწამლნენ, რომ მზად არიან ასეთი უბედურება უსურვონ თანამოქალაქეს?!“- აღნიშნა ბაკურაძემ.

ასევე იხილეთ