ფონდი „მუსიკოსები სოლიდარული მიზნებისთვის“ ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულებას, ბატონ ირაკლი კობახიძეს
ასლი:
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ქ-ნ თინათინ ბერძენიშვილს
„არგენტინის სახლი საქართველოში“თავმჯდომარეს, ბ-ნ ნიკოლოზ პატარქალიშვილს
პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო,
უღრმესი პატივისცემით მოგმართავთ არგენტინის რესპუბლიკის ქალაქ კორდობადან, რათა გამოვხატოთ ჩვენი ინტერესი და მზადყოფნა „არგენტინის სახლი საქართველოში“ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, ბ-ნი ნიკოლოზ მახარაძე-პატარქალიშვილი, პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი არგენტინაში, რომელსაც კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყანაში.
ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ჩვენს ერებს შორის ისტორიული და კულტურული კავშირების განმტკიცებას, ორმხრივ გაცვლებს საკვანძო სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, სპორტი და სოციალური სფერო. ასევე, მდგრად და გრძელვადიან თანამშრომლობას.
არგენტინელმა ბიზნესმენებმა დიდი ინტერესით შეაფასეს ის შესაძლებლობები, რასაც ეს პროექტი წარმოადგენს – სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ფარმაცევტული კომპანიებისა და ტურისტული კომპლექსების შექმნასა და სხვა სტრატეგიულ სფეროებს საქართველოს რეგიონებში.
გარდა ამისა, გამოვთქვამთ მზაობას თქვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ენერგეტიკის განვითარებაში თანამშრომლობაზე, რაც იქნება მომგებიანი ორივე მხარისთვის.
ასევე, ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პროექტი მოიცავს საერთაშორისო სატელევიზიო არხისა და გაზეთის შექმნას საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ბიზნესის, ტურიზმისა და სპორტის გაშუქებას არგენტინაში, რაც იქნება საკომუნიკაციო ხიდი ჩვენს საზოგადოებებს შორის.
ვაღიარებთ ხელოვნების, მუსიკის და სპორტის გამაერთიანებელ ეფექტურ შესაძლებლობას, განსაკუთრებით ფეხბურთს, გვსურს ხაზი გავუსვათ ამ სფეროების, როგორც გაერთიანებისა და ურთიერთგაგების მექანიზმების მნიშვნელობას. ჩვენ გიწვევთ, რათა ერთად განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ, ასევე, კულტურულ გაცვლებს.
ამ სასიკეთო ინიციატივის ხელშეწყობისთვის, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ „არგენტინის სახლი საქართველოში“ პროექტის წარმომადგენლებისა და თანამდგომთა ვიზიტს კორდობის პროვინციაში, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის პერიოდში. ჩვენ ასევე მიზანმიმართულად მივიჩნევთ, რომ თქვენი მთავრობისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები შეურთდნენ დელეგაციას და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ შეხვედრებში ავტონომიურ და მუნიციპალურ მთავრობებთან, ასევე, არგენტინის კერძო და ინდუსტრიულ სექტორთან.
ჩვენი ორგანიზაცია თავის თავზე იღებს უზრუნველყოს ქართული დელეგაციის მიღება საცხოვრებლით, საკვებით და შიდა ტრანსპორტით. ასევე, ვგეგმავთ ჩვენი დელეგაციის საპასუხო ვიზიტს საქართველოში 2025 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, ერთობლივად დაწყებული სამუშაოების კონსოლიდაციის მიზნით.
თანამშრომლობის ფარგლებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენენ შემდეგი საპატიო წევრები:
გიული გოგოლი – ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გიორგი ბოლღაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
თინათინ ჯაყელი – ეკონომისტი, სასტუმროების ექსპერტი;
გუბაზ მეგრელიძე – თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
თენგიზ გაჩეჩილაძე – ქართული სპორტული გაზეთის „ლელოს“ საპატიო რედაქტორი, დამსახურებული ჟურნალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ასოცირებული პროფესორი, საქართველოში დასაფუძნებელი საერთაშორისო გაზეთის მხარდამჭერი;
ლაშა გიორგობიანი – სპორტული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, საქართველოში დასაფუძნებელი საერთაშორისო ტელეარხის შექმნის მხარდამჭერი;
გიორგი თევზაძე – ადვოკატი, ადამიანის უფლებების დამცველი;
ერეკლე საღლიანი – ისტორიკოსი, მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე;
ნიკოლოზ მახარაძე-პატარქლიშვილი – „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე, პროექტის ავტორი და ორგანიზატორი.
პროექტს მხარს უჭერენ არგენტინული კომპანიები „Taxfree“ და „Damasco“. მას ფართოდ გააშუქებენ ჩვენი ქვეყნის მედიასაშუალებები.
და ბოლოს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მადლიერებას თქვენი ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზადყოფნას, კოორდინაცია გავუწიოთ ამ ინიციატივას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება საწყისი ეტაპი საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობებში.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, გესალმებით უდიდესი პატივისცემით,
დიეგო რობერტო მანაველა
ფონდი „მუსიკოსები სოლიდარული მიზნებისთვის“ (FU.MU.PRO.S.)
CUIT 30-71675958-6
კორდობა, არგენტინის რესპუბლიკა
P.S. თან ერთვის ქართული დელეგაციის წევრების ფოტო, რომლებიც არგენტინას ეწვევიან.