რატი იონათამიშვილი: მანდატების დათმობის თვალსაზრისით, ოთხივე პარტია პოლიტიკურად კეკლუცობს, საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ და საკუთარ თავს უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ
“მანდატების დათმობის თვალსაზრისით, ოთხივე პარტია პოლიტიკურად კეკლუცობს. ისინი ამ თაღლითობით საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითიც საკუთარ თავს მეტ უხერხულობაში აყენებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციონერები პარლამენტში შევლენ თუ არა, ამით არაფერი შეიცვლება.
„სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება, მათ მანდატის დატოვების თაობაზე განცხადების დაწერის საშუალება ექნებათ და საზოგადოება მათ რეაქციას ნახავს. პარლამენტში შემოვლენ თუ არა, ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, აჩვენებს იმას, რამდენად უპასუხისმგებლოდ ექცევიან საკუთარ ამომრჩეველს. ოპოზიცია ერთ წრეზე ტრიალებს, მაშინ როცა ქვეყანა ვითარდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.