ნინო წილოსანი: სააკაშვილს ვინმე თავისუფლებას თუ მიანიჭებს ან ძალაუფლება ექნება, უფრო სასტიკი ფორმებით გააგრძელებს იმ დანაშაულებს, რაც მისი მმართველობის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო

„სააკაშვილი სრული დესტრუქციაა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ იმ ბოროტმოქმედებებს და დანაშაულებს მხოლოდ იმიტომ არ სჩადიოდა, რომ აწყობდა, არამედ ამას სიამოვნებით აკეთებდა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

„როგორც კი მას ვინმე თავისუფლებას მიანიჭებს ან ძალაუფლება ექნება, გაცილებით უფრო სასტიკი ფორმებით გააგრძელებს იმ დანაშაულების ჩადენას, რაც, სამწუხაროდ, მისი მმართველობის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“ – მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“

ასევე იხილეთ