„ჩვენ, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„მათი ამოცანაა, ხალხი გააბრაზონ, იქნებ, როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლისღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.