გიორგი გაბუნია: მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იმედის“, ჟურნალისტებს, შესანიშნავ გუნდს, შეიძლება, ეს პროცესი შევაფასოთ შემდეგნაირად, რომ ეს არის მცდელობა ჩაახშონ სიმართლე და სიმართლეს ვერ ჩაახშობ, ვერ მოუგებ

“შეიძლება, ეს პროცესი შევაფასოთ შემდეგნაირად, რომ ეს არის მცდელობა ჩაახშონ სიმართლე”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუქ გვერდებსა და ჟურნალისტებზე მიმდინარე მიზანმიმართულ შეტევასთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, სიმართლეს ვერ მოუგებ, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანია „იმედის“, ჟურნალისტებს, თქვენ, ბრწყინვალე და შესანიშნავ გუნდს. შეიძლება ეს პროცესი შევაფასოთ შემდეგნაირად, რომ ეს არის მცდელობა ჩაახშონ სიმართლე და სიმართლეს ვერ ჩაახშობ. სიმართლეს ვერ მოუგებ, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

მინდა წარმატებები ვუსურვო ტელეკომპანია „იმედს“. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დადებითად დასრულდება და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ტელეკომპანია „იმედმა“ Meta-ს დუბლინის ოფისს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

 

 

ასევე იხილეთ