სოსო ტყემალაძე: იტალიას 70 ათასი მორაგბე ჰყავს, ჩვენ – 8 ათასი, უელსს – 150 ათასი, ასეთი გუნდების დამარცხება შევძელით – ეს დიდი შრომის და იმ ინფრასტრუქტურის შედეგია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა

“უკვე 200 სკოლაში ვართ შესული, სადაც ბავშვების პირველ საფეხურებს ვადგმევინებთ რაგბის კუთხით. მადლობა მთავრობას მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა „ქრონიკაში“ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.

„დღეს გვყავს დაახლოებით 8 ათასი მორაგბე და ჩვენი მცდელობაა, რომ ეს ციფრი გაორმაგდეს და გასამმაგდეს. ამ მხრივ სრული კოორდინაცია გვაქვს მთავრობასთან, გვაქვს სრული მხარდაჭერა. მშვიდობის და დროის ამბავია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ის სასწაული შედეგები, რაც ისტორიულად ჩვენს გენეტიკურ კოდში ზის. ამ მცირე, პატარა ქვეყანას, შეუძლია დასძლიოს დიდი ქვეყნები. 70 ათასი მორაგბე ჰყავს იტალიას და ჩვენ გვყავს 7-8 ათასი, უელსს ჩვენზე 25-ჯერ მეტი აქვთ ბიუჯეტი, 120 ათასი მორაგბე გვყავს და ამ გუინდების დამარცხება შევძელით. ეს დიდი შრომის შედეგია და ასევე იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა“, – აღნიშნა სოსო ტყემალაძემ

ასევე იხილეთ