23 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ძიუდოს კავშირის 76-ე კონგრესზე დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასკომის წევრი გახდა და კომიტეტის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრი გახდა.