თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რეისები ნისლის გამო დროებით იყო შეფერხებული, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

თბილისის აეროპორტში რეისების მოძრაობა დილის 10:00 საათიდან აღდგა, – ამის შესახებ TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნისლის გამო მთელი ღამის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ ხერხდებოდა ვერც მოფრენა და ვერც გაფრენა.

„ღამით ნისლი იყო. დაბალი ხილვადობის გამო ვერ ხერხდებოდა რეისების მოფრენა და გაფრენა. 10:00 საათიდან უკვე აღდგა და რაც დაგეგმილი იყო გაგრძელდება რეისები. ერთმა ავიაკომპანიამ მოახერხა მხოლოდ დაჯდომა ღამის განმავლობაში, „აჯეტმა“, – აღნიშნა ამირან მამალაძემ “იმედინიუსთან”.

ასევე იხილეთ