რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ქვეყნის 4 ოლქში 34 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მათ შორის 27 – კურსკში
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 34 უკრაინული დრონი ჩამოაგო, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 4 – ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 2 უპილოტო საფრენი აპარატი – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, ერთი კი -ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის, იგორ არტამონოვის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ნგრევა მომხდარა. ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, სპეციალისტები მუშაობენ.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ 27 დრონის გარდა, ოლქში ორი უკრაინული რაკეტაც ჩამოაგდეს.