ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მოწოდებას ეხმიანება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ირონიულ პოსტში ანალიტიკოსი ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ გიორგი ვაშაძისა და ნიკა გვარამიას დიალოგს აღწერს.
“გაბაასება, ჭიჭესი და ნიკუტასი… (სადღაც “ბლიადსკი” ბაღთან)
– მოდი, ამ ჭიქით იმ იდუმალ ფანტომს, იმ იდუმალ 200 000 კაცს გაუმარჯოს, რევოლუციურ უკვდავებას, გამარჯვებას რომ გვაგრძნობინებს და ნაკლებად ცვედანები გამოვჩნდებით…დაასხი ჭიჭე!
 – არა, ამ სასმისით საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის თვალების შამოფეთებისაი იყოს, თქმით რომ არაფერს გეტყვის, მაგრამ გაგრძნობინებს, წამის მარადიულობას განატრებინებს, აგაფორიაქებს, საკუთარ ტრიუმფში დაგაჯერებს და საღამოს, ცესკოს შედეგების შემდეგ მიხვდები, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი… ბოლომდე დალიე ნიკუტ!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
ასევე იხილეთ