„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას მუქარა უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ კანონით სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება დანაშაულია.
„ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ. ხოლო მათ ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება- არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით, პატიმრობით .. მუხლი 222“, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.