ლევან მახაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ფაქტია, რომ სადაც ფეხი დადგეს, ქუჩა იყო თუ პარლამენტი, ყველგან დესტრუქცია, ქაოსი, დაპირისპირება დატოვეს, ამიტომ თუ პარლამენტში არ შემოვლენ, იქნებ ეს პარლამენტისთვის კარგიც იყოს

“თუ პარლამენტში არ შემოვლენ, იქნებ ეს პარლამენტისთვის კარგიც იყოს”, – განაცხადა „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში არის მოლოდინი, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საბოლოოდ პარლამენტში შევა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო ჯამში ისინი პარლამენტში შემოვლენ, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ფაქტია, რომ სადაც ფეხი დადგეს, ქუჩა იყო თუ პარლამენტი, ყველგან დესტრუქცია, ქაოსი, დაპირისპირება დატოვეს, ამიტომ თუ პარლამენტში არ შემოვლენ, იქნებ ეს პარლამენტისთვის კარგიც იყოს, უფრო კონსტრუქციული პროცესი გაიმართება. საბოლოო ჯამში, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ [ოპოზიციის] დიდი ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ პარლამენტში შემოვა“, – განაცხადა მახაშვილმა.

ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე ერთი დღე დარჩა. მე-11 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება.

ასევე იხილეთ