ლიეტუვამ უკრაინას დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა
ლიეტუვამ უკრაინას დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე კვირას, მათ უკრაინას გენერატორები, ჯავშანტრანსპორტიორების სათადარიგო ნაწილები, იარაღი და საბრძოლო მასალები გადასცეს.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2025 წელს უკრაინისთვის გაწეული დახმარება მოიცავს შენატანებს ფონდებში, ჯარისკაცების წვრთნასა და რეაბილიტაციასაც. ამასთან, ლიეტუვა დააფინანსებს განაღმვის კოალიციას და შეუერთდება საბრძოლო მასალების შესახებ ჩეხეთის ინიციატივას.