ნინო წილოსანი: ფაქტობრივად, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კლასიკად იქცა მუქარა

„ფაქტობრივად, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კლასიკად იქცა ეს მუქარა – შემოვლენ-არ შემოვლენ”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, პარლამენტში რომ შემოვიდნენ, რადიკალურმა ოპოზიციამ ანგარიშვალდებულება უნდა იგრძნოს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

„საკუთარ ამომრჩეველთან გაიმართლონ თავი და რაღაც ანგარიშვალდებულება იგრძნონ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, თორემ უმრავლესობის, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, სწორედაც რომ მათი სურვილია, ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდეს ამ პოლიტიკურ ველზე. მათ შორის, ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ამიტომ, თუ ისინი საკუთარი ხელით გაინადგურებენ თავს ამ პოლიტიკიდან და ფაქტობრივად, საპარლამენტო სისტემიდან გადავლენ, ბოლომდე გაფორმდებიან ქუჩის ოპოზიციად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ზუსტადაც იმ დაპირების შესრულება მათივე ხელით“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ