ნინო წილოსანი: ჩვენ პირობას ვდებთ, რომ იმაზე გაცილებით მომზადებული ვიქნებით ევროკავშირში გასაწევრებლად, ვიდრე ნებისმიერი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა

„მე მგონი, ნელ-ნელა გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, როდესაც თვითვალიდაცია გვჭირდებოდა. მესმის, რომ პარტნიორები აუცილებელია, ის კავშირი, რომელთან გაწევრებაც გადავწყვიტეთ, ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და ჩვენ თვითკმარი ვართ შინაარსობრივად, პოლიტიკურად, დემოკრატიულად. განსაკუთრებულად ეს ჩამოკიდება რაღაცა უცხოზე და უცხოურზე, უკვე ნელ-ნელა კარგავს აქტუალობას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენი გეგმა, რომელიც ევროკავშირში გაწევრებას უკავშირდება – მათი განცხადებით 2030 წლამდე ჩაკეტილია ეს კარი და იქამდე უნდა გაიწელოს მოლაპარაკებების პროცესი.

როგორც ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას ვეუბნებოდით, ამ მოლაპარაკების პროცესებს დაჩქარებულად გავივლით იმის მიუხედავად, რომ მოლდოვას და უკრაინას გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე უფრო ადრე მიეცათ საშუალება, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართულიყვნენ, თუმცა არაფერია საჩქარო, რადგან 2030 წლამდე ევროკავშირშიც არაფერი არ ხდება.

ჩვენ პირობას ვდებთ, რომ იმაზე გაცილებით მომზადებული ვიქნებით ევროკავშირში გასაწევრებლად, ვიდრე ნებისმიერი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ